საზეიმო დახვედრა ილია გოგიტიძეს
ილიასათვის ეს ტურნირი პირველი არ ყოფილა. ის ოთხი წლის ასაკიდან დადის ფიგურულ სრიალზე. 2013 წლიდან უკვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრში და ბევრ წარმატებას მიაღწია. 2013-2014 წლებში ზედიზედ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ამავე წელს უნგრეთში, ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – 25 Sportland Trophy მესამე ადგილი მოიპოვა. მოიგო ასევე „აჭარის თასი’“ (I ადგილი); 2015 წელს ორ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა: მე-4 ადგილის მფლობელი გახდა ტურნირში – Mellmut Seibt Memorial 2015 (ავსტრია, ქ. ვენა), ხოლო მე-6 ადგილით დაგვიბრუნდა ტურნირიდან – Rooster cup ( საფრანგეთი, ქ.პარიზი).
2015 წელი წარმატებული აღმოჩნდა ილიასათვის. რეიტინგული ტურნირის გარდა პირველი ადგილი დაიკავა აგრეთვე საქართველოს ჩემპიონატში ფიგურულ ციგურაობაში.
ილია ასეთივე წარმატებულია ყოვედღიურ ცხოვრებაში, გულითადი მეგობარი, თბილი, ტოლერანტული, ბეჯითი მოსწავლეა. უყვართ მეგობრებსა და მასწავლებლებს და ამაყობენ მისით. განსაკუთრებით ამაყობს მისი დამრიგებელი თინათინ მეფარიშვილი, რომლის ინიციატივითაც მოეწყო ეს გულთბილი და საზეიმო დახვედრა.
,,ევრო-2000’’ -ის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია ულოცავს ილიას ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
P.S. სტატია უკვე მომზადებული იყო, როცა სკოლის დირექტორმა საზეიმოდ გაგვაცნო ილია გოგიტიძის სწავლის საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების ბრძანება!