გაზეთი ბათუმელების მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის და ციტირების წესები

ბათუმელებზე გამოქვეყნებული ყველა მასალის სხვა ვებგვერდებზე, თუ ბეჭდურ გამოცემებში სრულად გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციიდან წერილობითი თანხმობის გარეშე. გაზეთ ბათუმელების მასალების სხვა ვებგვერდებზე სრულად გამოქვეყნების მსურველებმა წერილობით უნდა მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: info@batumelebi.ge და  თანხმობის მიღების შემთხვევაში გამოაქვეყნონ ესა თუ ის მასალა.

ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში:

  • დაუშვებელია სათაურის შეცვლა;
  • დაუშვებელია ტექსტის და სხვა აუდიო-ვიზუალური მასალების შეცვლა;
  • გამომქვეყნებელმა უნდა მიუთითოს ავტორი და batumelebi.ge;
  • ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში უნდა მიუთითონ საიტის ბმული batumelebi.ge.

 

რედაქციასთან შეთანხმების გარეშე ბათუმელების მასალების სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნება შესაძლებელია შემდეგნაირად:

  1. RSS არხის მეშვეობით – https://batumelebi.ge/feed/;
  2. სხვა ვებგვერდებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თავიან ვებრესურსებზე ბათუმელების ამა თუ იმ მასალის სათაური, ილუსტრაცია და პირველი აბზაცი. პირველი აბზაცის შემდეგ გამოცემამ მკითხველი უნდა გადაამისამართოს ჰიპერბმულის საშუალებით უშუალოდ ამ მასალაზე.

ციტატების, ინფორმაციის ნაწილის გამოყენება ბათუმელების მასალებიდან

სხვა გამოცემებმა ბათუმელებზე გამოქვეყნებული მასალებიდან ციტატების, მისი მოკლე ნაწილების გამოქვეყნებისას უნდა მიუთითონ როგორც batumelebi.ge, ასევე ჰიპერბმული.

batumelebi.ge -ზე  გამოქვეყნებული ყველა მასალა წარმოადგენს შპს “გაზეთ ბათუმელების” საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.