მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, # 47-ში, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „ნდობა” გაიხსნა.
ცენტრში ძირითადად იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, რომლებიც განსაკუთრებით გამოკვეთილია გამომდინარე ჩვენი საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური თუ განათლების დაბალი დონის გამო.
დასაწყისისთვის მიიღებენ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება:
[checklist]
- კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დაღწევაში და სტრესის დაძლევაში
- სხვადასხვა ძალადობის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში
- მავნე ჩვევებიდან თავის დაღწევაში (ნარკომანია, ლოთობა, თამაშომანია და სხვები)
- ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდებაში
- საწარმოებში დასაქმებულებს შორის დადებითი ფსიქოლოგირი აურის შექმნაში.
[/checklist]
სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, იგეგმება უცხოეთში აპრობირებული სხვა ფსიქოლოგიური კურსების დამატება, მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა: წყვილების წინასწარი მომზადება ქორწინებისთვის, ჯგუფური თერაპიული კურსების შექმნა და ბედნიერთა კლუბის ჩამოყალიბება.