„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში:
1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – თამაზ სალუქვაძე. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2.ბონი-გარადოკი, მანთაშევი -გოჩა მგელაძე. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა.
3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ნატალია ზოიძე. ნატალია ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია.
- ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა -ანზორ დევაძე.
- ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ელგუჯა ანდრიაძე.
- ძველი ბათუმი – ზურა ნაკაიძე, ის ბათუმის მერიის აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორია.
- რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ირაკლი თოფურიძე, შპს „აჭარგანათების“ დირექტორის ნიკა თოფურიძის ძმა
- ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ირაკლი პატარიძე
- აღმაშენებლის ადმინისტრაციული – ომარ მახარაძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ადლია, ანგისა, მინდა, აეროპორტი, კახაბერი, გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატი – მიშა ართმელაძე, ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.