,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეა წარმოდგენილი:
1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე
2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე
3. მზია ბოლქვაძე
4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი
5. არჩილ გორგილაძე- ქედის სპორტსკოლის დირექტორი
6. გოჩა გორგილაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი
7. მამუკა გოგოლიშვილი
8. როსტომ შერვაშიძე
9. ტარიელ მანველიძე
10. ნოდარ ძნელაძე – ქედის საკრებულოს წევრი.
პროპორციული სია ქართული ოცნების გარდა დასარეგისტრირებლად ამ დროისთვის წარადგინა ხუთმა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „რესპუბლიკელებმა“ და „ლეიბორისტებმა“.
ალი ნაკაშიძის თქმით, ქედის ოლქში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა ოთხმა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“.