სიახლეები

მიშენება ბათუმის შუქურაზე

26.01.2015 • 2409
მიშენება ბათუმის შუქურაზე

მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება.

„ეს ნაგებობა განკუთვნილია შუქურას მომსახურე პერსონალისათვის, რომლებიც ახლა   დროებით  ჯიხურში არიან განთავსებულნი. მშენებლობის ნებართვა მერიას აქვს გაცემული. ვაშენებთ კანონის დაცვით. ვიზუალურად, როდესაც დასრულდება, შუქურას მსგავსი იქნება,“ – განუცხადა ბათუმელებს მშენებლობის ზედამხედველმა ალექსანდრე კაკულიამ.

ბათუმის შუქურა 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მშენებლობის ნებართვა მერიამ ნოემბერში გასცა, ბათუმის შუქურამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი დეკემბერში მიიღო. 

„ბათუმელები“ ამ თემაზე  ბათუმის მერიისა და არქიტექტურის სამსახურისგან კომენტარს ელოდება.


ბათუმის შუქურა

 

გადაბეჭდვის წესი