დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება წარმოდგენილი:
12.00 საათზე: აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ. [დოკუმენტური ფილმი]
14.00 საათზე: მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია).
16.00 საათზე: იუპიტერის მთვარე, კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ. [მხატვრული ფილმი]
18.30 საათზე: პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ. [მხატვრული ფილმი]
21.00 საათზე: სევდის ანგელოზები, თეონა ჯორბენაძე, საქართველო, 2017, 49 წთ.
22.30 საათზე: ქსელი, კიმ კი დუკ, სამხრეთ კორეა, 2016; 118 წთ. [დიდოსტატთა კოლექციიდან]
საღამოს, 20.30 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე. ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მთავარ ფოტოზე: კადრი კორნელ მუნდრუცოს ფილმიდან „იუპიტერის მთვარე“
_______________
ამავე თემაზე:
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]
რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში
ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები
ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება