მთა შავნაბადაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან თურქული ცეცხლმქრობი ვერტმფრენიც ჩაერთო. ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციას მთა შავნაბადაზე, ერთი თურქული და ერთი ქართული ვერტმფრენი, მაშველ-მეხანძრეები, ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ.
ხანძრი სამ ლოკაციაზეა გავრცელებული და სალიკვიდაციო სამუშაოებში 850-მდე ადამიანია ჩართული.
იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხანძრის კერებამდე საავტომობილო გზა გაჰყავთ, გუშინ 5 სექტემბერს, ხანძრის მიმართულებით სამ კილომეტრზე მეტი გზა გაიჭრა.