ამასთან, შესყიდვა განხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის ფორმით, სადაც სავარაუდო ღირებულების 10% გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტში. ჩანაცვლების გზით შესასყიდი სპეციალური დანიშნულების ავტომანქანის ტექნიკური დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მიმდინარე ტენდერი 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.
„ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ სულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ჯგუფია.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ ზამთარში გრიპისა და ზაფხულში ზღვის სეზონზე, ქალაქს კიდევ 3 ბრიგადა ემატება: „წელს 1-ელი ივლისიდან დაგვემატა სამი თვით – სექტემბრის ჩათვლით“.
ბათუმში, პლაჟზე, შაუმიანის ქუჩის დასაწყისში, ასევე განთავსებულია მოძრავი ამბულატორია, რომელიც ზღვის სეზონზე დილიდან საღამომდე მორიგეობს.