ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სარეალიზაციო მცენარეები გამოიფინება.
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპის მოედანზე შეიძინონ შემდეგი სახეობის მეცნარეები – ჰორტენზია, ჭანჭყატი, ნეკერჩხალი, მაგნოლია, გარდენია, პალმა ბუტია კაპიტატა, პალმა – ვაშინგტონია, პალმა – ფინიკი, ტენსტროემია, ბიოტა (აღმოსავლური ტუია), როზმარინი, გაურა, კალისტემონი, მორცხვი მიმოზა, ოქროსფერი ტუია და ცერეუსი.
ამ დღეს ბათუმში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.