„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 4 ივნისს, დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში 2636 აბონენტს შეუწყდება.
კონკრეტულად, დენის მიწოდება 4 ივნისს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუწყდება 1527 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: კაპანდიდი, ერგე, კიბე, მირვეთი, ასევე წყალსადენის დასახლებაში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე;
დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი 1355 აბონენტს ქობულეთში, სახალვაშოში, ჩაქვის ნაწილში.
ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.