სიახლეები

bbb

03.02.2015 • 1204
bbb

ორი დღის წინ ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში დარეკე კირნათში მცხოვრებმა მოქალაქე ჯუმბერ ჯიხაძემ  და მოყვა თურქ მესაზღვრეებთან ინციდენტის შესახებ.

 

ბოლო საათების განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანები პირდაპირ ეთერში ამბობენ, რომ თურქი ჯარისკაცები სოფლის მოსახლეობა თავიანთი ბაღებიდან ყრიან. ამბობენ იმასაც, რომ ქართული სპეცრაზმი დგას თურქი ჯარისკაცების პირისპირ.

 

სოფელ კირნათში განთავსებულ სასაზღვრო საგუშაგოზე „ბათუმეელბს“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

 

როგორც შს სამინისტროში ამბობენ, სოფელ კირნათთან დაკავშირებით მალე ოფიციალურ  განცხადებას გაავრცელებენ.

 

დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე სოფელ  კირნათიდან მოგვიანებით მოგაწვდით. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: