ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს.
[red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box]
- ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში;
- შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში;
- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში.
საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება“ ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.
სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 თებერვალს დასრულდება.
ამავე თემაზე: