საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მიერ 2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს შესრულებული სამუშაოსთვის მას არც ერთი ლარი არ აქვს მიღებული. 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის გრაფაში – „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“ – დავით საგანელიძეს არაფერი უწერია.
ასევე დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს საშემოსავლო გადასახადის სახით შარშან 80 850 ლარი გადაუხდია.
საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი საერთო შემოსავლის 20%-ია. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ დავით საგანელიძეს გასულ წელს 323 400 ლარი უნდა ჰქონდეს მიღებული, რაც თვეში 33 687.5 ლარია.
დავით საგანელიძე ამ თანამდებობაზე 2015 წლის 23 სექტემბერს დანიშნეს.