აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის რვა თვის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა აჭარაში 11, 34 პროცენტით არის გაზრდილი. „რაც 227, 342 უცხოელ ტურისტს გულისხმობს“.
„საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს“-ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ოფიციალური წყაროს ცნობით, გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. „ციფრი 7,5 -ჯერ აღემატება (23 230) გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს და მათი ძირითადი ნაწილი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371% -ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა (22 803).
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ითაა(3270) გაზრდილი საუდის არაბეთიდან და 279% ით(1483) არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან“.