16 სექტემბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ , აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლები „მწვანე ბარათის“ (Green Card) საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებენ.
საიმიგრაციო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მწვანე ბარათის მეშვეობით, ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით.
დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა ბათუმში, „ამერიკულ კუთხეში“ 16:00 საათზე გაიმართება.