მთავარი,სიახლეები

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბათუმის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

20.08.2016 • 1966
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბათუმის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტს, პაატა საბელაშვილსა და მის მეგობარს, ბათუმის პროკურატურა საზოგადიებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სასამართლომ პაატა საბელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა.

პაატა საბელაშვილის მონაყოლით ინციდენტი ბათუმის პოლიციასთან გუშინ ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც ის და მისი მეგობარი ბათუმის კლუბ „გეითის“ გასასვლელში მყოფ ბიჭებს გამოესარჩლენ, რომლებსაც პოლიციელებთან შელაპარაკება ჰქონდათ.

„ბოლო დღეეების განმავლობაში ჩვენ ბათუმში ვახდენთ ადამიანების მობილიზაციას აქციისთვის, რომელიც სამტრედიაში გაიმართება. საღამოს დასასვენებლად გავედით კლუბ „გეითში“ და როცა გამოვდიოდით, შევამჩნიეთ, რომ იქ იყვენენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ შელაპარაკება იქვე მდგომ ოთხ ბიჭთან. მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი იყო ნაცნობი და ასეც რომ არ ყოფილიყო, როდესაც პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას, არ შემიძლია გავიარო და განსაცდელში დავტოვო ადმიანი. ამიტომ მივედით იმის გასაგებად ჩვენი დახმარება ხომ არ სჭიდებოდათ ამ ბიჭებს. მალევე მოგვარდა ყველაფერი, თუმცა შემდეგ მოვიდა აგრესიულად განწყობილი პოლიციელი, რომელმაც დაიწყო გინება ამ ბიჭების მისამართით. მე და ჩემმა მეგობარმა ვიდეოები გადავიღეთ. ეს ყველაფერიც დაშოშმინდა, მათ შორის ჩვენი მონაწილეობით. რადგან ამ ბიჭებს ვაწყნარებდით, არ გინდათ ამათთან დაპირისპირება თქო. ჩვენ კონფლიქტის მონაწილე მხარე არ ვყოფილვართ, არც მე და არც ჩემი მეგობარი. ვისაც პოლიცია უპირისპირდებიდა ისინი გაუშვეს და რაღაც დროის შემდეგ ჩვენ აგვედევნენ. ალბათ მიხვდენენ, რომ ვიდეო გვქონდა გადაღებული. სადღაც ასი მეტრი გვქონდა გავლილი , როცა ვიღაც შავ მაისურიანი დაგვეწია და გვთხოვდა ტელეფონებს. თავიდან ძარცვა გვეგონა, რადგან იმ პოლიციებს დავემშვიდობეთ და მათ არც სახელი უკითხავთ არც გვარი“ – ამბობს პაატა საბელაშვილი.

მისივე თქმით, „პოლიციელები ეტყობა გაესაუბრნენ დაცვის თანამშრომლებს და გაიგეს რომ ვიდეო გვქონდა გადაღებული. სასტუმრო „რედისონის“ წინ გაგვკოჭეს ყველას თანდასწრებით. ჩემი მეგობარი ფიზიკურად შეურაცხყვეს და შეგვიყვანეს განყოფილებაში. გაგვჩხრიკეს და მე აღმომიჩინეს ერთი დოზა მარიხუანა, რაც ძალიან გაუხარდათ, თითქოს რაღაც ხელმოსაჭიდი მიეცათ“.

[პაატა საბელაშვილი საუბრობს ქალაქის პოლიციის მე-6 განყოფილებაზე. ამ განყოფილების შენობაში კი რამდენიმე დღის წინ მოქალაქეს ნეკნი ჩაუმტვრიეს.]

პოლიციის განყოფილების შენობიდან, საბელაშვილი და მისი მეგობარი, როგორც საბელაშვილი ამბობს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, „სადაც ხდებოდა ჩემი უფლებების სრული უგულებელყოფა. მემუქრებოდნენ რომ კათეტერით ამომწოვდნენ შარდს, ჩემით თუ არ მოვისაქმებდი. შემდეგ, როდესაც განვუცხადე, რომ არც კლინიკურ დათვალიერებაზე და არც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე თანახმა არ ვიყავი. ექიმმა ნარკოლოგმა – აბა როგორ გაგაფორმოთო, ვერც დაუშვა, რომ შემეძლო უარი მეთქვა. რამდენიმე საათი იქ დამაყოვნეს და შემდეგ მოუწიათ ჩემი სასამართლოში მიყვანა პოლიციისადნმი დაუმორჩილებლობის გამო. გარდა ამისა, ვითომ მე და ჩემმა მეგობარმა სამი ტურისტი გოგო გავაჩერეთ და გასვლის უფლებას არ ვაძლევდით, რაზედაც მათ მიმართეს პოლიციას. შემდეგ კი როცა ჩაჯდნენ ტაქსში და წავიდნენ, თურმე პოლიციას ვეუბნებოდით – ამ რუსებს როგორ იცავთ და ჩვენ მოქალაეებს არ გვიცავთ-თქო.“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი საბელაშვილისა და მისი მოეგობრის წინააღმდეგ დღეს დაასრულდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ისინი გაამართლა და  მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ნაწილში [ხმაურის გამო] ასი ლარით დააჯარიმა. პაატა საბელაშვილი ამბობს რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში ციალა ქათამიძეც ესწრებოდა.

დღეს, 20 აგვისტოს, 11 საათზე „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან. მთავარი აქცია დღესვე, სამტრედიის პოლიციასთან 18:00 საათზე დაიწყება. დემურ სტურუამ თავი მოიკლა. როგორც ის დედისთვის დატოვებულ წერილში წერდა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას აიძულებდნენ, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

პაატა საბელაშვილის მეგობრის დათო მაჭავარიანის ჩანახატები სასამართლო პროცესიდან

პაატა საბელაშვილის მეგობრის დათო მაჭავარიანის ჩანახატები სასამართლო პროცესიდან

24356

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: