მთავარი,სიახლეები

ბრალდებულის საქმე, რომელიც ბადრაგირების დროს პოლიციას გაექცა

17.08.2016 • 1436
ბრალდებულის საქმე, რომელიც ბადრაგირების დროს პოლიციას გაექცა

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ლერი შ.-ს საქმეს განიხილავს. მას ცემისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, სამართალდამცველებისგან გაქცევას ედავებიან. ბრალდებული მიმდინარე წლის 20 ივნისს ბადრაგირების დროს, მელიქიშვილის ქუჩაზე მანქანიდან გადმოხტა და მიიმალა. 

“პოლიციის მეორე განყოფილების პოლიციელებმა სასტიკად მცემეს, ამიტომ გავიქეცი,“ – უთხრა დღეს მოსამართლეს ბრალდებულმა. მან ასე თქვა, რომ გაქცევას და ცემას აღიარებს, მკვლელობის მცდელობას – არა. გამოძიების ვერსიით, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთ კარაოკე ბარში ბრალდებულმა მუცლის არეში დაჭრა დაზარალებული გია ბ. ბრალის წაყენების შემდეგ იგი პოლიციელებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაჰყავდათ, როცა პოლიციელებს გაექცათ. რამდენიმე დღეში ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. დაზარალებული მკურნალობის შედეგად გადარჩა, თუმცა პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა.

ბრალდებულს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩაენის შემთხვევაში, მინიმუმ 8 წლით ელოდება თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლეს ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელზე ერთი წლის დამატება მოუწევს, რადგან ლერი შ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ძარცვისთვის არის ნასამართლევი.

მოსამართლემ მიმართა ადვოკატ რამინ პაპიძესაც, სავარაუდო არაადამინაური მოპყრობის ფაქტზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენმერალური ინსპექციისთვის, ან პროკურატურისთვის. „ნებისმიერმა პირმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა, მაგრამ ყველა იმსახურებს ჩვეულებრივ ადამიანურ მოპყრობას,“ – აღნიშნა დავით მამისეიშვილმა.

“ამ საქმეში თავდაპირველად სხვა ადვოკატი იყო. მას უკვე მიმართული აქვს გენერალური ინსპექციისთვის და ველოდებით რეაგირებას,” – უთხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ „ბათუმელებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: