მთავარი,სიახლეები

აჭარაში „სთრით არტ ფესტივალი“ მიმდინარეობს

17.08.2016 • 1890
აჭარაში „სთრით არტ ფესტივალი“ მიმდინარეობს

„სთრით არტ ფესტივალის“ ფარგლებში კედლების მოხატვა გუშინ, 16 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დღეს მხატვრები შუახევსა და ბათუმში მუშაობენ. პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და კედლების მოხატვა 31 აგვისტომდე დასრულდება.

აჭარის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, ხულოში, ქართული ფოლკლორის მოტივების მიხედვით, უკვე მოიხატა საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორია; ქედაში მოიხატება გამგეობის შენობასთან მისასვლელი კიბე, რომელიც წარმოადგენს საბჭოური არქიტექტურის ნიმუშს; ხელვაჩაურში [სოფელი აჭარისწყალი] გზის მიდებარე ტერიტორია; ქობლეთში კი პლაჟის მიმდებარე ტერიტორია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს შუახევში კულტურის ცენტრის ანფასის მოხატვა, ხოლო ბათუმში ელექტრო ბლოკის შენობის, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლისათან“ მდებარეობს.

ბათუმში ამ შენობის მოხატვა 19 აგვისტოსთვის დასრულდება

პროექტ „სთრით არტ ფესტივალის“ ფარგლებში ბათუმში ამ შენობის მოხატვა 19 აგვისტოსთვის დასრულდება

თითოეულ მუნიციპალიტეტში საშუალოდ 70 კვ/მ ფართობის მოხატვაა დაგეგმილი. მთლიანი რეგიონის მასშტაბით, შესაბამისად, 420 კვ/მ.

რაც შეეხება ნახატების თემატიკას – მათი შინაარსი მხატვრების თავისუფალი არჩევანია. ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს ხელშეკრულებაში არის ის, რომ „თემატიკა და კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს გარემოს ლანდშაფტს და იკითხებოდეს ერთიან კონტექსტში“.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოთხი მხატვარი – ორი ქართველი, ერთი ავსტრიელი და ერთიც ამერიკელი.

„სთრით არტ ფესტივალი“ უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბათუმში. 2016 მასშტაბი გაიზრდა და უკვე აჭარის მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს. წელს, მთელი ფესტივალისთვის 24 990 ლარი აჭარის განათლების, კულტურისა და სპოტრის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. წელს, ფესტივალზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, ისევე როგორც გასულ წლებში, არის არტ სტუდია Dotcomma

ამავე თემაზე:

ვის ეკუთვნის ქუჩის მხატვრობის პროექტი

DSCN2206

„სთრით არტ ფესტივალი“ 2016 / თამთა კახაბერიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი