ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია. უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის აბულაძეების უბანი საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა, სოფელ გეგელიძეებში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედლის და სანიაღვრე არხის მოყწობა, სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ორი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან სანიაღვრე არხისა და გაბიონის მოწყობა, სოფელ ზედა ბზუბზუში ერთ-ერთი ოჯახის მისასვლელ გზასთან საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფელ ზედა მახუნცეთში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან სოფლის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ზარალმა ქედაში 87 845 ლარი შეადგინა.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 28 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა კვირიავლის საცალფეხო ხიდი, სოფელ ლაკლაკეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წისქვილი, სოფელ სამოლეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის წისქვილი. ასევე 10 ოჯახს დაუზიანდა სახნავ-სათიბი სავარგულბი, მათშორის ერთ ოჯახს საკალმახე მეურნეობა. შუახევში ზარალი სულ 46 744 ლარს შეადგენს.
სხდომაზე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, 2012 წლის დეკემბრის თვეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებითი თავშესაფრით