განათლება,მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სოფლებისა და ქალაქის საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა

26.03.2024 • 8400
ქობულეთის სოფლებისა და ქალაქის საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა

დღეს, 26 მარტს, სოფლების – ხუცუბნის, ქობულეთისა და სამების საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. შს სამინისტრო და განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში თავი შეიკავეს განმარტებისგან, რა ხდება ქობულეთის სკოლებში.

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლები დაახლოებით 12:00 საათზეს დაატოვებინეს. ევაკუაციის გამოცხადების შესახებ „ბათუმელებს“ სხვა სკოლებშიც დაუდასტურეს.

ევაკუაციის გამოცხადების შესახებ „ბათუმელებს“ სხვა სკოლებშიც დაუდასტურეს.

ევაკუაცია გამოცხადდა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაშიც.

ევაკუაციის მიზეზი სავარაუდოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომელში საუბარი იყოს სკოლების შენობებში ნაღმის არსებობაზე.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ ქობულეთის რესურსცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაცია შს სამინისტროსთან უნდა გადაგვემოწმებინა.

დავუკავშირდით აჭარის განათლების სამინისტროსაც, თუმცა არც ამ უწყებაში გააკეთეს კომენტარი.

მსგავსი ინფორმაცია მარტის დასაწყისშიც გავრცელდა, რის გამოც ევაკუაცია ბათუმის რამდენიმე სავაჭრო ცენტრსა და სკოლაში გამოაცხადეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, დეტალებს მალე დააზუსტებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: