მთავარი,სიახლეები

კიევის თქმით, დააზიანეს სადესანტო გემი, რომელიც რუსეთს უკრაინისგან ჰქონდა მიტაცებული

26.03.2024 • 3647
კიევის თქმით, დააზიანეს სადესანტო გემი, რომელიც რუსეთს უკრაინისგან ჰქონდა მიტაცებული

უკრაინის ჯარები ნეპტუნის რაკეტით დაესხნენ თავს სადესანტო ხომალდს, „კონსტანტინე ოლშანსკის“, რომელიც რუსეთმა მიიტაცა უკრაინისგან 2014 წელს, ყირიმის დაპყრობისას – ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა უკრაინულ მედიაში.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის უკრაინული სადესანტო ხომალდი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 2014 წელს მიიტაცეს. გემი 9 წელი იდგა სევასტოპოლის ყურეში, მას ნაწილები გამოუღეს, გაძარცვეს.

მეათე წელს კი მიხვდნენ, რომ ასეთი სადესანტო ხომალდების რაოდენობა ეწურებოდათ და მიიღეს გადაწყვეტილება მის აღდგენაზე. ერთ წელიწადში აღადგინეს… გემი უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ.

ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს შენაერთი ჩვენი „ნეპტუნით“ დაგვემარცხებინა. დარტყმა ზუსტად განხორციელდა. ზარალის დადგენა მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, გემი ახლა საბრძოლო მზადყოფნაში არ არის“.

24 მარტს ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმში 2 რუსული სადესანტო ხომალდი დააზიანა.

______________

ფოტო: ვიკიპედია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: