გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მარტის 21 საათიდან 23 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: ღამით – 3 ბალი, დღისით – 4 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა: +10 გრადუსი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 მარტს ღამით მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღისით და
მომდევნო ორ დღეს – 25 და 26 მარტს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.