მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

11.03.2024 • 3282
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 424 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 6 739 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 12 874 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 10 499 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 016 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 711 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 141 ერთეული [+59]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 826 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 1 686 ერთეული [+14]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 15 080 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 428 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 237 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 369 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 608 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას საფრანგეთი და პოლონეთი არ გამორიცხავენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: