მთავარი,სიახლეები

ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.3 %-ით გაიზარდა – „მხოლოდ საფუარი გაიაფდა“

10.03.2024 • 3245
ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.3 %-ით გაიზარდა – „მხოლოდ საფუარი გაიაფდა“

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 6.83 ლარი იყო. ეს 3.3 %-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა წლიურ მაჩვენებელში,  2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 1.5%-ით შემცირდა.

ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

„თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი [+4,5%], ყველი [+3,9%], ფქვილი [+3,5%], რძე [+3,4%] და კვერცხი [+0,9%]. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საფუარის ფასი, რომელიც 0.9%-ით შემცირდა,“ – აღნიშნულია „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემის შესახებ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიო.

ამავე კვლევის მიხედვით, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად კარაქის ფასი გაძვირდა.

„როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და სხვა რძის პროდუქტებით ხდება,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: