მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

10.03.2024 • 3368
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 424 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900]
  • ტანკი – 6 731 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 12 850 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 10 466 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 015 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 709 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 8 082 ერთეული [+41]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 752 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 1 672 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 577 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 985 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 484 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 235 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 350 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 572 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას საფრანგეთი და პოლონეთი არ გამორიცხავენ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: