მთავარი,სიახლეები

„მიუღებელია რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა“ – ომბუდსმენი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.03.2024 • 3840
„მიუღებელია რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა“ – ომბუდსმენი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე

„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი დღეს, 9 მარტს ავრცელებს.

ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ამ შემთხვევაზე სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიება არ დაუწყიათ.

„სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: