მთავარი,სიახლეები

„მარიონეტი მოსამართლე გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“ – პროტესტი საშაურმეზე

08.03.2024 • 3842
„მარიონეტი მოსამართლე გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“ – პროტესტი საშაურმეზე

„ვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის 8 მარტს ჩემს თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევას დღემდე არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ – აცხადებს მოქალაქე  ვაჟა თავართქილაძე.

ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.

კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ პროტესტის გამოხატვა რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.

ბათუმის მერის და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის წინააღმდეგ მოქალაქემ დღესაც გამოაკრა სიმბოლურად საშაურმეზე განცხადებები: „უღირსი მოსამართლე მარიონეტი გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“, და „ბათუმის ზონდერი კორუმპირებული მერი, ხალხის მტერი“.

გასულ წელს ბათუმის მერის წინააღმდეგ განცხადების საშაურმის ვიტრინაზე გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს მერიაში უარი უთხრეს, საშაურმისთვის ტროტუარის ნაწილი გამოეყენებინა.

„შესაბამისი ნებართვის ვადის გასვლამდე მოვარდა მერიის 15 თანამშრომელი და აგვაწიოკეს, მოგვაყენეს მატერიალური და ფინანსური ზარალი, თანამშრომელი ქალი – ლამზირა ხუნდაძე ამ პროცესის ვიდეოს გადაღებას ცდილობდა. მასზე ინსპექციის უფროსმა ინსპექტორმა, ტარიელ გოგიტიძემ იძალადა, ის მობილურის წართმევას ცდილობდა,“ – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.

მას იმავე დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიუმართავს, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების, ან ბოროტად გამოყენების შემთხვევებს იძიებს, თუმცა მოქალაქის თქმით, გამოძიება არ დასრულებულა.

„მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ტარიელ გოგიტიძეს სამსახურში საყვედური გამოუცხადეს…  ქალი, ვისზეც იძალადეს, მთელი დღე გამოკითხვაზე იყო. მერე თქვეს, ექსპერტიზა აღარ ღირს, დაგვიანდაო, არადა, ჩალურჯებები ჰქონდა ხელზე. ეს ქალი მე კი არა, თავის სამუშაოს იცავდა. 16 ადამიანი მუშაობდა აქ პირდაპირ და ირიბად, ახლა შეზღუდულად ვმუშაობთ, ის ქალბატონი ვეღარ მუშაობს ჩვენთან.

ეს ადამიანები დადიან ბაზარში, მინდა, ეს ვუთხრა დეპუტატ ზარქუას, რომელსაც უზარმაზარი ხელფასი აქვს და რესტორნებში დადის. სირცხვილი ბაზარში სიარული კი არაა, არამედ ის, რომ ბაზრიდან ცარიელი გამოვდივართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: