მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მარტი

08.03.2024 • 3620
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 422 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 6 706 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 12 798 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 10 375 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 011 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 704 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 998 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 919 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 598 ერთეული [+66]
  • სპეცტექნიკა – 1 656 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 576 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 14 658 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 482 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 400 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 234 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 322 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 498 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთს შეუძლია უკრაინაში ომი კიდევ 2 წლით გააგრძელოს – ლიეტუვის დაზვერვა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: