სიახლეები

ფიგუ, ძანეტი, ქეცბაია და სხვა ლეგენდები დღეს ბათუმში ითამაშებენ

07.03.2024 • 3477
ფიგუ, ძანეტი, ქეცბაია და სხვა ლეგენდები დღეს ბათუმში ითამაშებენ

დღეს, 7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „საქართველოს ლეგენდების ნაკრები“ და მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და სხვა არაერთი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი.

მილანის „ინტერის“ გუნდში იქნებიან: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, დიეგო მილიტო, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი და ივან კორდობა.

საქართველოსა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

„ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩის ძირითადი სპონსორი კომპანია Sports Orient-ია.

_____________

ფოტოზე: მატერაცი და ძანეტი ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: europop.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: