მთავარი,სიახლეები

ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ბრალდებით 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

21.02.2024 • 6050
ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ბრალდებით 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების ფალსიფიციკაციის გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების  წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.

სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია.“

აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: