მთავარი,სიახლეები

კლდის ჩამოშლის გამო სარფში მაგისტრალი ჩაიკეტა

20.02.2024 • 9226
კლდის ჩამოშლის გამო სარფში მაგისტრალი ჩაიკეტა

დღეს, 20 თებერვალს, ბათუმი- სარფის საერთაშორისო ავტომაგისტრალთან ლოდები  ჩამოიშალა, რის გამოც სარფში შესასვლელი გზა გადაკეტილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა უკვე გაწმინდეს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მალე აღდგება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლოდების ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„N16 მარშრუტზე მოძრავი საქალაქო ავტობუსები ამ დროისთვის [11:30 სთ] სარფში ჩანჩქერამდე მიდიან და იქ ბრუნდებიან“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

სარფში კლდე ჩამოიშალა და ავტომაგისტრალი ჩახერგა / 20.02.2024

გადაბეჭდვის წესი


ასევე: