მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 თებერვალი

20.02.2024 • 3354
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 404 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 6 503 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 12 268 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 9 773 ერთეული [+40]
  • MLRS – 988 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 675 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 338 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 521 ერთეული [+61]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 902 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 805 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 1 551 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 572 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 943 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 471 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 123 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 118 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 860 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: