მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი

18.02.2024 • 3918
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 402 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 6 487 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 12 198 ერთეული [+53]
  • საარტილერიო სისტემა – 9 709 ერთეული [+40]
  • MLRS – 984 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 674 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 335 ერთეული [+3]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 449 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 898 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 736 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 1 540 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 571 თვითმფრინავი
  • 266 ვერტმფრენი
  • 12 723 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 470 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 098 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 091 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 801 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის თავდაცვამ 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: