მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან 

04.02.2024 • 4312
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან 

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 თებერვლის 21 საათიდან 5 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
    ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა – ღამით: 2-3 ბალი, დღისით: 3-4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში 6 და 7 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: