მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 თებერვალი

03.02.2024 • 4252
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 387 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 6 341 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 805 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 9 300 ერთეული [+26]
  • MLRS – 979 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 161 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 847 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 352 ერთეული [+36]
  • სპეცტექნიკა – 1 473 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 678 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 462 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 893 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 215 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 952 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 179 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: