მთავარი,სიახლეები

ევაკუაცია ბათუმის პლაზაში, კიდევ 3 ობიექტთან პოლიციაა მობილიზებული

21.01.2024 • 11500
ევაკუაცია ბათუმის პლაზაში, კიდევ 3 ობიექტთან პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „პლაზაში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც „პლაზაში“ დასაქმებულები ამბობენ, მათთან პოლიცია მივიდა და უთხრა, „დაეკეტათ სავაჭრო ობიექტები, რადგან რაღაც უნდა გადაემოწმებინათ“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კიდევ სამ ობიექტთან არის მობილიზებული პოლიცია და ამ ადგილებშიც ევაკუაციის პროცესი იწყება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურს.

ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რას უკავშირდება ობიექტებიდან მოქალაქეთა და დასაქმებულთა ევაკუაცია, შს სამინისტროდან არ გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: