მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 იანვარი

21.01.2024 • 3138
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 376 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
  • ტანკი – 6 181 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 466 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 8 875 ერთეული [+7]
  • MLRS – 968 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 655 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 936 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 818 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 862 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 1 392 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 957 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 708 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 799 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 698 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: