მთავარი,სიახლეები

რა ქუჩებზე შეწყდება გაზი ბათუმში 22 იანვარს

19.01.2024 • 3801
რა ქუჩებზე შეწყდება გაზი ბათუმში 22 იანვარს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 22 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩის 279 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

ასევე, 22 იანვარს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, ფიროსმანის #18-ში მცხოვრებ 246 აბონენტს, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე – ვაჟა-ფშაველას #8-ში მცხოვრებ 64 აბონენტს.

ამ მისამართებზე გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: