მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 იანვარი

18.01.2024 • 3231
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 373 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 6 147 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 11 410 ერთეული [+38]
  • საარტილერიო სისტემა – 8 835 ერთეული [+24]
  • MLRS – 966 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 653 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 925 ერთეული [+41]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 818 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 794 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 1 380 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 870 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 676 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 779 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 593 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანია თითქმის გააორმაგებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: