მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 იანვარი

09.01.2024 • 876
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 365 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 6 036 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 11 203 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 8 672 ერთეული [+6]
  • MLRS – 954 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 638 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 823 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 805 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 552 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 1 333 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 546 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 538 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 676 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 223 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რატომ ხვდება პუტინი ომში დაღუპულთა ოჯახებს და როგორ არჩევენ მათ – ISW-ის ანალიზი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: