მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 იანვარი

08.01.2024 • 2241
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 365 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440]
  • ტანკი – 6 031 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 11 194 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 8 666 ერთეული [+13]
  • MLRS – 953 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 638 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 822 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 787 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 542 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 1 328 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 540 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 536 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 666 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 210 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა 50-ზე მეტი რაკეტა ისროლა, უკრაინამ ნახევარიც ვერ ჩამოაგდო – ზალუჟნი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: