მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 იანვარი

07.01.2024 • 2011
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 364 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 6 022 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 11 180 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 8 653 ერთეული [+36]
  • MLRS – 951 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 637 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 811 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 786 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 523 ერთეული [+45]
  • სპეცტექნიკა – 1 327 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 526 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 506 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 656 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 170 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმზე საკის აეროდრომს დაარტყა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: