ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მეწყერის გამო ბათუმი-ხულოს გზა ქედაში, სოფელ გულებთან ჩაკეტილია

06.01.2024 • 24288
მეწყერის გამო ბათუმი-ხულოს გზა ქედაში, სოფელ გულებთან ჩაკეტილია

დღეს, 6 იანვარს, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის 38 -ე კილომეტრზე, ქედაში, სოფელ გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რის გამოც ჩაიკეტა საავტომობილო გზა.

„ამ დროისთვის [10:30 სთ] მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ცალმხრივად მოძრაობა დღის მეორე ნახევარში აღდგება.“ – ამ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაიმეწყრა ასევე ხულოს, შუახევის, ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, სადაც დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს.

ფოტო: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: