მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 იანვარი

06.01.2024 • 10397
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 363 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 6 018 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 11 158 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 8 617 ერთეული [+13]
  • MLRS – 950 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 633 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 787 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 786 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 478 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 1 317 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 565 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 488 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 494 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 645 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 121 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: