მთავარი,სიახლეები

თურქეთში კატა ავიარეისის გადადების მიზეზი გახდა

05.01.2024 • 5113
თურქეთში კატა ავიარეისის გადადების მიზეზი გახდა

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ათენისკენ მიემართებოდა, უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ბორტზე კატა აღმოაჩინეს.

თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როცა მგზავრებმა ბორტზე თავისუფლად მოსეირნე კატა შენიშნეს და გამცილებლებს აცნობეს. პილოტმა სტამბოლის აეროპორტიდან მიიღო ნებართვა საწყის პოზიციაზე დაბრუნებულიყო.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა კატა თვითმფრინავში სპეციალური გადამყვანის და თანხის გადახდის გარეშე, ფარულად შეიყვანა ხელბარგით.

კატა პატრონთან ერთად ჩამოსვეს ბორტიდან და ფრენა განახლდა.

მედიის ცნობით, ავიაკომპანია მგზავრს, რომელიც წარსულშიც მოქცეულა ასე, „შავ სიაში“ შეიყვანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: