მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 იანვარი

05.01.2024 • 765
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 363 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 6 011 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 11 142 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 8 604 ერთეული [+30]
  • MLRS – 949 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 631 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 771 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 786 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 463 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 1 313 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 565 თვითმფრინავი
  • 264 ვერტმფრენი
  • 10 459 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 483 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 200 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 639 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 100 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: