მთავარი,სიახლეები

იაპონიაში 84 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად – ბოლო ცნობები

04.01.2024 • 639
იაპონიაში 84 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად – ბოლო ცნობები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა იშიკავას პრეფექტურაში, 79 ადამიანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება – წერს იაპონური გამოცემა mainichi.

მედიის ცნობით, დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მიწისძვრის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

ფოტოზე: მიწისძვრა იაპონიაში. ფოტო: EPA-EFE/FRANCK ROBICHON

___________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: