მთავარი,სიახლეები

ბათუმში ორმა ადამიანმა დაკარგა თითები საახალწლო პიროტექნიკის გამო

04.01.2024 • 1348
ბათუმში ორმა ადამიანმა დაკარგა თითები საახალწლო პიროტექნიკის გამო

ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა ახალი წლის დღეებში.

31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 წლის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

მას ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდა. კაცი დღემდე გადის მკურნალობის კურს სამედიცინო ცენტრში.

ეს არ არის პიროტექნიკით დაზიანების ერთეული შემთხვევები. საქართველოში, ყოველწლიურად, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი ზიანდება.

_____________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/494378/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: