მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 იანვარი

03.01.2024 • 854
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 361 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 5 990 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 11 107 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 8 546 ერთეული [+15]
  • MLRS – 945 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 629 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 748 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 783 ერთეული [+73]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 391 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 1 298 ერთეული [+14]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 565 თვითმფრინავი
  • 263 ვერტმფრენი
  • 10 367 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 446 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 447 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 618 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 040 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

2 იანვარს რუსეთმა კიევს „შაჰედებითა“ და „კინჯალებით“ შეუტია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: